"მზიური"- საბავშვო ფესტივალი - "მე ვხედავ მზეს"

          1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით  III ა  კლასმა (ხელმძღვანელი ეკა კაკაბაძე-ალავიძე) მონაწილეობა მივიღეთ  ნ. დუმბაძის სახელობის „მზიურ“ ქალაქში გამართულ საბავშვო ფესტივალ -„მე ვხედავ მზეს“.  პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი გახლავთ უნიჭიერესი ქალბატონი ანა გოგუაძე. პატარებს ფესტივალზე კურირება და მასპინძლობა გაუწია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ თავაძემ. მარიამთან ერთად,  ჩვენი პატარები, საგანგებოდ ამ დღისათვის შერჩეული,  მზის გამოსახულებიანი მაისურებით დამშვენებულნი, აქტიურად და დიდი ხალისით ჩაერთნენ პროექტში. მოხატეს „მზიური“  ფერადი ცარცებით, იმღერეს, იცეკვეს და „ჯეოსელის“ მხიარულ გათამაშებაში პრიზიც კი მიიღეს. მარიამ გელაშვილმა ყველას აჯობა ყურადღებასა და გონიერებაში და მშვენიერი საჩუქრით თვალებგაბრწყინებული დაუბრუნდა მეგობრებს. იყო უამრავი ლამაზი ფერი, ხალისი, მხიარულება, სიცილი და ზღვა სიყვარული. ფესტივალმა გაამართლა მოწოდება „ვიყოთ ერთად“ .   აქ მონაწილე უამრავ უნარშეზღუდულ, თბილ და საყვარელ ბავშვთან ერთად მართლაც ერთიანობა, სიყვარული და გაგება სუფევდა. პირადად გავიცანით ანაც და მასთან უამრავი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომებიც მივიღეთ , რომელიც ეკა მასწავლებელთან და მარიამთან ერთად, ჩვენი სკოლის უფროსკლასელმა (XI),  ზუკა კაკაბაძემ  გადასცა ბავშვებს. და ბოლოს ფესტივალის კულმინაცია- ჩვენთან ერთად ამღერებულ-აცევებული საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ. 
        ასეთ მხიარულებასა და გართობაში გაირა დღემ შეუმჩნევლად.  ჩვენს პატარებს, მიუხედავად ფიზიკურად დაღლილობისა, არ ეთმობოდათ ამ ჯადოსნური ქალაქის დათმობა. ქალაქისა, რომელმაც ამდენი ლამაზი შთაბეჭდილება და ზღვა სიხარული დაუტოვათ. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და მის დამხმარე პირებს, ჩვენი პროექტში ჩართვისა და მონაწილეობისათვის. მადლობა ჩემს საყვარელ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისა და გვერდში დგომისათვის და მადლობა ჩვენს სკოლას და მის დირექციას თანადგომისათვის.  


 
 














































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий