IVა და IV გ კლასების ერთობლივი პროექტი
IVა და IV ბ კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა (ეკატერინე კაკაბაძე-ალავიძე, ნინო ჩინჩილაძე) აპრილის დასაწყისში დავგეგმეთ ერთობლი პროექტი " ჩვენ ერთი გუნდი ვართ". პროექტის მიზანი იყო გაგვეცნო და გვემეგობრა თბილისის ნებისმიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან. დიდი ინტერესით და მონდომებით დავიწყეთ ძიება ამ ტიპის ბავშვთა სახლებისა, არჩევანი შევაჩერეთ სახლ-"ჩემ სახლზე". გავაკეთეთ შეთავაზება, პასუხი დადებითი მივიღეთ. დავთქვით შეხვედრის თარიღი და შევუდექით პროგრამის შედგენას. პროგრამა ბავშვების, მასწავლებლების და მშობლების ერთობლიობით შევიმუშავეთ და დავიწყეთ მისი განხორციელებისთვის მზადებაც. მოვაგროვეთ, ზოგიც შევიძინეთ ჩვენი მასპინძელი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საჩუქრები: ტანისაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, წიგნები და რაც მთავარია ბევრი ტკბილეული. ჩვენი მიზანი იყო, ერთად გაგვეტარებინა ლამაზი და მხიარული დღე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მასპინძლები დიდი სითბოთი და სიყვარულით დაგვხვდნენ. იყო გულთბილი მიღება, უშუალო გაცნობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და სამეგობროდ გაწვდილი ხელის ჩამორთმევა. გაცნობის შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა მოვაწყვეთ სპორტული შეჯიბრი " მხიარული სტარტები". გამარჯვებულ გუნდს გადავეცით თასი და საჩუქრები. საერთო ყიჟინასა და ოვაციებში ისე გაგვეპარა დღე გულიც კი დაგვწყდა, რომ ასე მალე ახლოვდებოდა დამშვიდობების დრო. დღემ მართლაც სახალისოდ ჩაიარა. სრულიად უცხო ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სითბო, სიყვარული და ერთმანეთისადმი მზრუნველობის გრდძნობა დაგვრჩა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა მცირე და უმნიშვნელო რამ გვყოფნის ადამიანებს ბედნიერებისათვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენს შრის დაწყებული მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. კიდევ ბევრჯერ ვაჩუქებთ ერთმანეთს სიყვარულს, ღიმილს, სითბოს და რაც მთავარია იმედს,
იმედს იმისას, რომ მარტონი არა ვართ და ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ამ სამყაროში,რომელიც მოგვისმენს, მიგვიღებს ისეთებს, როგორიც ვართ, გვაჩუქებს სიყვარულს და სიხარულს. ეს დღე ჩვენ 24-ელებმა, ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს მივუძღვენით და ხმამაღლა ვთქვით: "განურჩევლად ეროვნებისა, სტატუსისა,ასაკისა და სქესისა, ჩვენ, ბატარა მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები და სამშობლოს მომავალნი ვართ". დიდი მადლობა იმ პატარა გოგო-ბიჭებს, რომლებმაც ასე თბილად მიგვიღეს და დღის ბოლოს თვალცრემლიანებმა გამოგვაცილებს. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელს გიორგი ღარიშვილს და ჩვენს 24-ე სკოლას.
პატივისცემით: ეკატერინე კაკაბაძე და ნინო ჩინჩალაძე
2016წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий