საქმე რომელიც მიყვარს
მოგესალმებით ჩემს ბლოგზე.
მე გახლავართ ეკატერინე კაკაბაძე-ალავიძე, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ბავშვები და მათთან ურთიერთობა ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა.ამ ბლოგის დათვალიერების შემდეგ გაგვიცნობთ მეც და ჩემს პატარებსაც, ნახავთ ჩვენს მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს და სხვადასხვა საწავლო აქტივობებს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტუმარო! იმედია მოგეწონებით.
მკაცრად ნუ განგვსჯით. ეს ჩვენი პირველი მცდელობაა ბლოგის შექმნისა. შეგვაფასეთ, დაგვიტოვეთ თქვენი შენიშვნები, რჩევები,კომენტარები და გავითვალისწინებთ. გმადლობთ ყურადგებისათვის. პატივისცემით, ეკა მასწავლებელი!
ОтветитьУдалить