III კლასის დამრიგებლებმა: III-ა ეკა კაკაბაძე-ალავიძე, III -ბ თეა შეანგელია, III -გ ნინო ჩინჩალაძე, III-დ ნანა მეტრეველი - 23 ოქტომბერს, მოვაწყვეთ ერთობლივი სვლა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმცოდნებასა და ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო; "ალაგ- წითელ, ალაგ- ყვითელ, ალაგ- ალისფერია",რომელიც ეძღვნებოდა შემოდგომას. ბავშვებმა დაათვალიერეს გარემო, დააკვირდნენ ბუნებაში არსებულ ფერებს. გაიხსენეს და ისაუბრეს შემოდგომით არსებულ ცვლილებებზე, დღე-ღამის მონაცვლეობაზე, დაახასიათეს ბუნება შემოდგომით, გაიხსენეს
აღნიშნულ თემაზე,ქართულის გაკვეთილებზე ნასწავლი
უამრავი მოთხრობა, ლექსი, ზღაპარი. იმღერეს ქართული-ხალხური სიმღერები. შეასრულეს საინტერესო და სახალისო აქტივობები:
პირველი აქტივობა: თამაში - " ფოთოლცვენა, ფოთოლცვენა";
მეორე აქტივობა: თამაში - "გამოიცანი თვალახვეულმა, რომელ ხილს აგემოვნებ";
მესამე აქტივობა: ადგილზე შეგროვილი ძირნაყარი ფოთლებით, გირჩებითა და სხვა ბუნებრივი მასალით, ჯგუფურად შექმმნა, ფორმატის ქაღალდზე "შემოდგომის ხალიჩისა";
მეოთხე აქტივობა: თამაში - "მე თავად ვარ მზე და გავათბობ დედამიწას".

მეხუთე აქტივობა: ჯესტებით, მიმიკებით, პანტომიმით გამოხატვა - "როგორ სძინავს შემოდგომით ბუნებას.
შექმნეს ჩანახატები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. შეკრეს ულამაზესი კომპოზიციები ბუნებრივი მასალით. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა ღია ცის ქვეშ, ბავშვებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, გარემომ შექმნა წინა პირობა, იმისა, რომ ყოფილიყვნენ მეტად ჩართულები, აქტიურები და ხალისიანები, ამ ყველაფერს დაემატა ისიც,რომ პარალელურ კლასებთან, გაჩნდა შეჯიბრის და საკუთარი კლასის უნარებისა და ცოდნის მეტად გამოვლინების სურვილი. უკეთ გაიცნეს გვერდით საკლასო ოთახში მჯდომი თანატოლები, დამეგობრდნენ და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და პედაგოგების მიერ დასახული მიზნებიც სრულად განხორციელდა.ვფიქ-რობთ ამ სახის გაკვეთილებს კვლავ დავგეგმავთ, რათა
ჩვენს აღსაზრდელებს, კიდევ უფრო მეტად გავუღრმაოთ: შემეცნებითი, აღქმითი, მხედველობითი, ურთიერთ პატივისცემის, ერთმანეთის მოსმენის, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის გათვალისწინებისა და სიყვარულის უნარები.

გაკვეთილს ვუდძღვნით 24-ე სკოლას, დაბადების დღის აღსანიშნავად!
Комментариев нет:
Отправить комментарий