თბილის წიგნის დღეები 2015






საგამოფენო ცენტრი “ექსპო-ჯორჯია” წიგნის მორიგ  ფესტივალს მასპინძლობდა. გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორები არც წიგნის მოყვარულთა სიმცირეს უჩიოდნენ და არც გამომცემელთა პასიურობას. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია
გამოტანილი ჰქონდათ ათეულობით გამომცემლობასა და გამავრცელებელ ორგანიზაციას; გაიმართა გამოფენა-გაყიდვები, ახალ გამოცემათა პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები. 
      თბილისის წიგნის ფესტივალს, ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა, მე-11, პავილიონმა უმასპინძლა. წიგნებით გავსებულ, სახელდახელოდ გამართულ დახლებსა და თაროებს შორის უამრავი ადამიანი ირეოდა. ვინ თვალს ახარებდა, ვინ მრავალფეროვანი პროდუქციის გასაღებას ცდილობდა, ვინ კი შენაძენით იწონებდა თავს. 
ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლეები ხალისით ჩავერთეთ ამ ლამაზ და მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში. კლასის დამრიგებლებმა; ე.კაკაბაძემ; თ.შენგელიამ; ნ.ჩინჩალაძემ და ნ.მეტრეველმა პატარებს კიდევ ერთი საინტერესო დღე ვაჩუქეთ. აქ მათ სასიამოვნო გარემო, მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ზღაპრის, გაცოცხლებული გმირები დახვდათ. მხიარულმა მასპინძლებმა ბავშვებს ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს, გაართეს და ახალისეს.უამრავი ახალი თუ ნაცნობი საბავშვო წიგნები დაათვალიერებინეს. წარუდგინეს სცენებიც ზღაპრებიდან. პავილიონში მიღებულ შთაბეჭდილებებს გარეთ, ეზოში სეირნობაც დაემატა. მზიანმა, ლამაზმა დღემ, ჩვენს პატარებს ერთად ყოფნის და დროს გატარების კარგი საშუალება მისცა.  „ფესტივალი საინტერესო იყო არა იმით, რომ წიგნები შეგვეძინა... რასაკვირველია, ესეც  გავაკეთეთ, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ბავშვებს შევაყვარეთ წიგნი და ვაჩვენეთ, რომ  წიგნის მოყვარული ხალხი კიდევ არის საქართველოში. ეს მისასალმებელია და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობებისათვის. დიდი მადლობა წიგნის ფესტივალის ორგანიზატორებს.













































Комментариев нет:

Отправить комментарий