პლანეტარიუმში

     13 ნოემბერს ჩვენი კლასი პლანეტარიუმს ესტურა. პატარების ემოციებმა და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ  მოლოდინს გადააჭარმა. უცნაურმა  და იდუმალებით აღსავსე, ჩაბნელებუმა ოთახმა, მათ თვალებში ჯერ შიში, შემდეგ ინტერესი და ბოლოს აღფრთოვანება გამოიწვია. ბუნების გაკვეთილებზე ნასწავლი ციური სხეულები ერთმანეთის მიყოლებით აკიაფდა, ცის თაღივით მომრგვალებულ ოთახის ჭერში. მზეს დედამიწა ენაცვლებოდა, დედამიწას მთვარე და მიყოლებით სხვა ნაცნობი თუ უცნობი პლანეტებიც, თვალისმომჭრელი ფერებით ციმციმებდნენ.
 - რა უსასრულო და ამოუცნობი ყოფილა კოსმოსური სივრცე?
 -  თურმე კიდევ რამდენი რამის ცოდნა  და შემეცნება ყოფილა საჭირო?
 -  თურმე რა საოცარი სამყაროა კოსმოსი?  - უხმოდ ჩურჩულებდნენ პატარების თვალები და თითქოს ხმის ამოღებას ვერც კი ბედავდნენ - ვაი, თუ უმნიშვნელო ჩქამმაც კი ჩააქროს ეს იდუმალი  ციმციმიო - ფოქრობნენ და მონუსხულნი თვალს ადევნებდნენ ვარსკვლავთ პარადს. გაჩნდა უამრავი კითხვაც და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ დისკუსიაში.
        ვუყურებდი მათ აღრთოვანებულ თვალებს, თვალებს რომლებმაც ჯადოსნური ოთახიდან ვარსკვლავების ციმციმა ნასხლეტები თან გამოიყოლეს. ეს ნასხლეტები გულს მითბობს და მახარებს უზომოდ. მჯერავს ეს სხივი არასდროს ჩაქრება თქვენს თვალებში,  ჩემო პატარებო.

                                          

















                            


Комментариев нет:

Отправить комментарий